ნუშის მწარმოებელმა ფერმერებმა საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე იმსჯელეს
ნუშის აგროინდუსტრია – ბაღების მოვლა, გადამუშავება, სარეალიზაციო მოცულებები და რეალიზაცია, ვითარება საექსპორტო ბაზრებზე, ბაზრების მოძიება და ფასები, არსებული გამოწვევები – ამ საკითხებზე იმსჯელეს ნუშის მწარმოებელმა ფერმერებმა და ინდუსტრიით დაინტერესებულმა მხარეებმა შეხვედრაზე, რომელიც ოფთალმოლოგის, პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის ინიციატივით გაიმართა. იგი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში 32 ჰაზე გაშენებული ნუშის ბაღების მფლობელია და ნუშის წარმოებაში აქტიურადაა ჩართული.
ფერმერებმა ნუშის აგროინდუსტრიის განვითარებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს და სამომავლოდ მოქმედებისთვის გეგმების ერთობლივად დასახვაზე შეთანხმდნენ.