კაკლოვანი კულტურების რეალიზაციის შესაძლებლობები
კაკლოვანი კულტურების რეალიზაციის შესაძლებლობებზე შეხვედრა გაიმართა ExpoGeorgia-ში, ნუშისა და კაკლის შემსყიდველი კომპანიების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან და გადამამუშავებლებთან.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენის ფარგლებში, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისთვის საინფორმაციო პრეზენტაციები გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამოფენაზე მოწვეული ნუშისა და კაკლის შემსყიდველი კომპანიების წარმომადგენლები დუბაიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ოცდამეერთედ გაიმართა. გამოფენის მიზანს ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარების, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციისა და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.