ფერმერების ხელშეწყობა სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიებზე მისაწვდომობაში
ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ,რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი (RSMEDDP)’’ თანამშრომლობით, ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტის მიზანია ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ხელშეწყობა სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე წვდომაში.
ნუშის და კაკლის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სასტუმროში ,,ჰილტონ გარდენ ინნ“, სადაც მათ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობაზე ,,თიბისი ლიზინგის“, კომპანიების ,,ფარმარეას“ და ,,ჯითიგრუპის“ წარმომადგენლების პრეზენტაციები მოისმინეს.
,,საქართველოში ნუშის და კაკლის აგროსექტორის გაფართოებასთან ერთად იზრდება უფრო მეტი განათლების და ტექნოლოგიური მხარდაჭერის საჭიროება. აგროსექტორში წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიებზე და სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, რაც ფერმერს საშუალებას მისცემს დაზოგოს თანხები, გააუმჯობესოს ხარისხი და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია დარგში ჩართულ ფერმერებს და დავეხმაროთ მათ სასოფლო სამეირნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაში“, თორნიკე ლათათია, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია.
ღონისძიებას კაკლოვანი კულტურების 60-ზე მეტი ფერმერი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.