ჩვენ შესახებ

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა ფერმერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს, რომელიც ამჟამად აერთიანებს 30-ზე მეტ ფერმერს. ასოციაციის სამოქმედო არეალი მოიცავს ნუშის და კაკლის პირველად მწარმოებლებს მებაღეებსა და ფერმერებს, ასევე  ნუშის და კაკლის გადამამუშავებელ მწარმოებლებს, პროდუქციის დილერებს და ექსპორტიორებს.

ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს აგროკულტურების მიმართულებით განათლების მხარდაჭერას ტრენინგების, მასტერკლასების და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების გაზიარების გზით, რითაც აძლიერებს  ასოციაციის თითოეული წევრის ხილვადობას აგრო ინდუსტრიაში.